გამოფენა ,, კულტურათა მრავალფეროვნება“

 

   სკოლის მასშტაბით  2021 წლის გაზაფხულზე  ჩატარდა  გამოფენა ,, კულტურათა მრავალფეროვნება“, რომელიც მიეძღვნა ტოლერანტობას ,  პატივისცემას განსხვავებული კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ, კერძოდ ბოშებს.

       გამოფენის პროგრამა იხილეთ ბმულზე

 https://drive.google.com/file/d/1teWaYnDECHZUNY9pXnNnMj2LWtfFhH9w/view?usp=sharing

    ჩვენ ყოველდღე  ვხედავთ არასრულწლოვან ბოშა ბავშვებს,  რომლებიც სკოლაში და ბაღებში უნდა დადიოდნენ მოწყალებას ითხოვენ , უწევთ ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა, არა აქვთ განათლება, პირადობა, უჭირთ ინტეგრაცია საზოგადოებაში, აქვთ ენობრივი ბარიერი და  დაბალი თვითშეფასება , რაც კიდევ უფრო ართულებს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ბოშებს აქვთ უაღრესად ლამაზი ცეკვისა და სიმღერის კულტურა, მათ ამავე დროს აქვთ მძიმე ცხოვრება, თავს ირჩენენ მცირე ვაჭრობით მათხოვრობითა და მკითხაობით. ისინი საზოგადოების მიერ გარიყულნი არიან და იძულებულნი არიან, რომ მომთაბარე ცხოვრებას მიჰყონ ხელი, რათა ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეიქმნან..

    მოსწავლეები გაეცნენ რა ბოშათა ცხოვრებას დავიწყეთ პრაქტიკული სამუშაოების შესრულება.ძირითად თემად პორტრეტი აირჩიეს. განსხვავებული ეპოქის ნიმუშებში მას სრულიად განსხვავებულად გამოსახავენ. პორტრეტში ძლიერია ადამიანის სახასიათო ნიშან თვისებების გადმოცემა, რომელი ეპოქისა და კულტურის ნიმუშია , სტილი, ქვეყანა, რელიგია,ფიგურის პროპორციები, მოცულობრივი და სიბრტყობრივი ფორმები, იგრძნობა სიღრმე,   პერსპექტივა, ფაქტურა,  და ა.შ.

     მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გადმოსცეს ბოშა ხალხის გრძნობები და ემოციები, ცხოვრების წესი და კულტურა საკუთარ ნამუშევრებში,  სევდა და ბედნიერება, ტკივილი , იმედი და აღმაფრენა. მათი ცეკვისა და სიმღერის ფონზე თითქოს ცაში მფრინავი ფიგურები ლაღად და მხიარულად გამოიყურებიან,სინამდვილეში კი უმძიმეს სულიერ და  ეკონომიურ სიმძიმეს განიცდიან.  გულდასმით გამოსახული  თვალისმომჭრელი ქალისა და მამაკაცის სამოსის დეტალების ფონზე მათ თვალებში საკუთარი კერის სევდიანი მონატება იმზირება. სურათებში ერთმანეთს ერწყმის ბავშვებისათვის დამახასიათებელი ფანტაზიები, რეალური და არარეალური სამყარო, სამშობლო დაკარგული ფარული ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანების ცხოვრება.

    გამოფენის დათვალიერების შემდეგ, გამოფენისა, რომელიც ბავშვებმა თავისი პატარა ხელებით შექმნეს ბოშათა ცხოვრების დიდი პრობლემების დასანახად,  პრობლემებისა  განათლებისა და სხვა საჭიროებების შესახებ, გაიაზრეს, რომ  ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, რომელთაც ჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამ გამოფენით ,, კულტურათა მრავალფეროვნება“ მოსწავლეებმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანეს ბოშათა მხარდაჭერის საქმეში.

    პრაქტიკული სამუშაო და გამოფენაში მონაწილეობა. საკმაოდ ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას და მეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევ შედეგეზე გასვლაში. თუმცა მიზანს მივაღწიე და შედეგზე გავედი , მაგრამ შემდგომ ეტაპზე  მეტ ყურადღებას დავუთმობ იმ აქტივობებს , რომლებიც გამოიკვეთა მუშაობის პროცესში.

Комментариев нет:

Отправить комментарий